პროექტის გეგმა

საერთაშორისო ეკოგაკვეთილი
„წყლის დამცველები“


საგანი
ბუნებისმეტყვლება
კლასი
III
მასწავლებელი
ნესტან ბერიძე
სსიპ–ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა
თემა
მტკნარი წყლის მარაგი დედამიწაზე, მოვუფრთხილდეთ სასმელ წყალს.
დრო
90 წთ
შესავალი
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის შედეგები
დამოკიდებულებები/ღირებულებები

      ·         გააცნობიერებენ მტკნარი წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებს;
      ·         გააცნობიერებენ სასმელი წყლის დაზოგვის აუცილებლობას;
      ·         გაიაზრებენ თავიანთ როლს სასმელი წყლის დაზოგვის საქმეში.

ცოდნა
     ·         მტკნარი წყალი მსოფლიოში   
და მისი როლი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
     ·         წყლის გაბინძურების და
არარაციონალური გამოყენების
პრობლემები.

უნარები
     ·         როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს
მონაწილეობა მიიღონ თავისი ქვეყნის მდინარეების და ტბების დაცვაში?
      ·         წყლის შენარჩუნების პრაქტიკული
ნაბიჯები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი

ბუნ.III.2.მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისთვის.
ბუნ.III.7.მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
ბუნ.III.8.მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
ბუნ.III.9.მოსწავლეს შეუძლია  პირადი ჰიგიენის ძირითადი წესების დაცვა.
ბუნ.III.11.მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

გამჭოლი კომპეტენცია

ეკოლოგიური წიგნიერება. 
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს  გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, შეძლოს მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში;


მოსწავლეთა წინარე ცოდნა (რა იციან უკვე მოსწავლეებმა? რა ისწავლეს აქამდე?)
     ·         მოსწავლეს აქვს გარკვეული წარმოდგენა გარემოს მნიშვნელობაზე ორგანიზმებისთვის;
     ·         შეუძლია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
     ·         ისწავლეს წყლის ბრუნვა;
     ·         ნახეს ფილმი “ თახვები“


გაკვეთილის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
4 ჰეტეროგენული ჯგუფი. მშობლების ჩართულობა;

დაჯგუფების პრინციპები:
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით ფერადი ბართებით.

შეფასების კრიტერიუმები:
ფასდება:  საშინაო დავალების შესრულება, ყოველ კითხვაზე გაცემული პასუხი, პოსტერის შექმნა;


გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები

     ·         პრეზენტაციის ნახვა;
     ·         მომზადებული ვიქტორინის მიხედვით კითხვებზე პასუხის გაცემა;
     ·         სათამაშო დაფაზე მოპოვებული წვეთების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;


სასწავლო მასალა:


     ·         საინფორმაციო პრეზენტაცია;
     ·         სათამაშო დაფა;


     ·         ვიქტორინის პრეზენტაცია;

     ·         პოკეტმოდები საშინაო დავალებისთვის;
     ·         ბლოგი განთავსებული მასალებით  https://wylismcv.blogspot.com/p/blog-page_58.html
     ·         წყარო პროექტი  - “Хранители воды” Эко урок  http://waterkeepers.info




გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა:
კლასს და დამსწრე საზოგადოებას გავაცნობ ეკოგაკვეთილის მნიშვნელობას;
საინფორმაციო პრეზენტაციის მსვლელობისას ყველა სლაიდზე ვაკეთებ  კომენტარს.
გზადაგზა  მოსწავლეებს ჩავეკითხები  როგორ ესმით სლაიდზე წარმოდგენილი ესა თუ ის საკითხი, ამით შევამოწმებ,   რამდენად არიან ჩართული ისინი სასწავლო პროცესში;

II ფაზა:
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით, ფერადი ბარათებით;
ვთხოვ მშობლებს თავიანთი შვილების ჯგუფებს შეუერთდნენ და ვიწყებთ თამაშს.

სლაიდზე ვიქტორინა ვკითხულობ კითხვებს და ვთხოვ მოსწავლეებს დააფიქსირონ ის პასუხი რომელსაც სწორად თვლიან, პასუხიდან გამომდინარე მოსწავლეები ღებულობენ ქულების სახით წყლის წვეთებს და სათამაშო დაფაზე აკეთებენ ნაბიჯებს წვეთების შესაბამისად. გზადაგზა იქ სადაც კითხვა შეეხება კბილების ხეხვას, ჭურჭლის რეცხვას და სარეცხის რეცხვას მოსწავლეების შესრულებულ დავალებას ვამოწმებთ.
დავალება: მოსწავლეებს ბუკების საშუალებით უნდა გადაეღოთ სახლში კბილების ხეხვის, ჭურჭლის რეცხვისა და სარეცხის რეცხვის პროცესი.
ვისი ფოტოც შეესაბამება ეკონომიურად წყლის გამოყენებას ღებულობს გუნდისთვის დამატებით წვეთებს.
იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი ავა სათამაშო დაფის ბოლოს განთავსებულ გემზე.

IIIფაზა:
გამარჯვებულ გუნდს ვაჯილდოვებთ ქაღალდის მედლებით;
გაკვეთილის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცემა სიგელი „წყლის დამცველები“;
მოსწავლეები და მშობლები შეაფასებენ გაკვეთილს და გადავიღებთ ფინალურ სურათებს პროექტის საიტზე ასატვირთად.

საშინაო დავალება:
ყველა მოსწავლეს გადაეცემა პოკეტმოდი საშინაო დავალებისათვის;

დამატებითი რესურსი:
     ·         ლეპტოპი;
     ·         პროექტორი;
     ·         თეთრი დაფა;
     ·         სიგელები „წყლის დამცველები“;
     ·         სასწავლო ფილმი „თახვები“;





Комментариев нет:

Отправить комментарий